logo
ENG



პრემიერის ჩარტერული რეისი კორუფციის ნიშნებით

07 სექ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 

ღარიბაშვილი კორუფციაშია დადანაშაულებული - საზოგადოება ითხოვს პასუხს კითხვებზე, როგორ მოახერხა ჩარტერული რეისით შვილის ამერიკაში დაბინავება პრემიერმა, როცა კერძო თვითმფრინავის დაქირავების ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება პრემიერის ოფიციალურ წლიურ შემოსავალსაც კი. ღარიბაშვილებმა ჩარტერით ევროპამდე იმგზავრეს. პრემიერის პირად ხარჯებზე ზედიზედ ორი განცხადების გავრცელება მოუხდა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს. ღარიბაშვილმა შვილი სასწავლებლად ჩაიყვანა პენსილვანიის უნივერსიტეტში, იმ დროს, როცა მთავრობას, ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ანტიამერიკული კამპანია აქვს გაჩაღებული. რატომ არ იმგზავრა ღარიბაშვილმა საქართველოდან რეგულარული რეისით, როგორც სხვა მოქალაქეებმა ? 

 


close დახურვა