logo
ENG



პრემიერი: ამოცანაა, რომ 2030 წელს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

03 აგვ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 
პრემიერი: ამოცანაა, რომ 2030 წელს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2030 წლისთვის საქართველოს ყველა მოქალაქემ გამართულ ქართულ ენაზე უნდა ისაუბროს.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ვერ საუბრობს და ვერ წერს ქართულ ენაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არის პრობლემა. მე აქ ვხედავ ჩვენს წარმატებულ პარლამენტის წევრებს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, რომლებიც აბსოლუტურად გამართულად, სუფთად საუბრობენ ქართულ ენაზე. არიან წარმატებულ ახალგაზრდები. მათ თავიანთი შრომით, განათლებით, ცოდნით მიაღწიეს იმას, რომ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. მანამდეც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდათ. მე მინდა, ბევრი ასეთი ახალგაზრდა ვიხილო პარლამენტში, სამინისტროებში, მინისტრებად, მინისტრების მოადგილეებად და ა.შ. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე პირველი წინაპირობაა, რომ ქართული ენა შევასწავლოთ ჩვენს ყველა მოქალაქეს. დავისახოთ მიზნად, რომ 2030 წელს საქართველოს ყველა მოქალაქე ისაუბრებს გამართულად ქართულ ენაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


close დახურვა