![rermemw89s259l4.jpg](/uploads_script3/news/rermemw89s259l4.jpg)
ტურიზმისა და მეღვინეების სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამშენებლო სექტორს შეხვდა.
პირემიერი დეველოპერების კითხვებს თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სამშენებლო სექტორის მთავარი გამოწვევა ეროვნული ბანკისა და მერიის მიერ ბოლო დროს ამოქმედებული რეგულაციებია. ასევე კიდევ ერთ პრობლემად სექტორში ინვესტიციების შემცირება სახელდება.