logo
ENG



პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამხედრო მუსიკის ფესტივალს დაესწრნენ

08 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 
ggo3jr7i9yjxp60.jpg

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამხედრო მუსიკის ფესტივალს დაესწრნენ. ალბერტ-ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე პრინცი ჰარი საზეიმო სამხედრო ფორმით მივიდა. სასექსის ჰერცოგს სამი წლის წინ საზღვაო ქვეითების გენერალ-კაპიტნის ხარისხი მიანიჭეს.

საღამო სწორედ სამეფო საზღვაო ქვეითი ძალის შექმნის მე-80 იუბილეს ეძღვნებოდა.  პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების ამპლუაში უკანასკნელ ღონისძიებებს ესწრებიან.

სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის  შემდეგ პრინცს მხოლოდ საპატიო სამხედრო ჩინი დარჩება, რომლის გამოყენებასაც ვერ შეძლებს.


close დახურვა