logo
ENG



პრინცი ჰარი მძიმედ დაავადებული ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიაზე ატირდა

16 ოქტ 201915:04
3 წუთის საკითხავი
 
sxs96p4vut88fpa.jpg

პრინცმა ჰარიმ „ველჩაილდ ევორდსის" ყოველწლიური დაჯილდოვებისას ემოციები ვერ შეიკავა. სასექსის ჰერცოგი საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ მძიმედ დაავადებული ბავშვების  დაჯილდოვების ცერემონიაზე ატირდა.

პრინცმა გამოსვლა იმ დროს შეწყვიტა, როცა იხსენებდა როგორ ესწრებოდა გასულ წელს ამავე ცერემონიას მეგან მარკლთან ერთად.

„მაშინ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, რომ პატარას ველოდით. აქ ყოფნა ახლა ისეთ ემოციებს იწვევს, რასაც ვერ ვიგრძნობდი სანამ მამა თავად არ გავხდებოდი,"- აღშნიშნა პრინცმა.

დაჯილდოვების ცერემონიამდე სასექსის ჰერცოგი მეუღლესთან ერთად ბავშვებს შეხვდა და მათგან საჩუქრებიც მიიღო.  


close დახურვა