logo
ENG



პროკურატურა: ყაზბეგში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

16 სექ 202020:01
3 წუთის საკითხავი
clock 398
1f1ybj363bpow7v.jpg

ყაზბეგში, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ "დარიალის" მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა.მ.-მ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით ა.მ. მოკლა.

"სამართალდამცველებმა ვ.გ. 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა