logo
ENG



პროკურატურამ ენმ-ის წევრს, არიფ იუსუფოვს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა

04 ოქტ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 
66i9uy79ae7n8xv.png

პროკურატურამ ენმ-ის წევრს, არიფ იუსუფოვს ბრალი ძალადობის, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ). დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

გამოძიება ამტკიცებს, რომ იუსუფოვი 2 ეპიზოდშია დამნაშავე - პროკურატურის განცხადებით, 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე,  საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, იუსუფოვმა ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში გ.ა-ზე, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია "ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ, ი.ა-ზე იძალადა. 

არიფ იუსუფოვი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 ოქტომბერს დააკავეს. როცა შეიტყო, რომ მისი დაკავების შესახებ განჩინება არსებობდა, იუსუფოვი პოლიციაში ადვოკატთან ერთად, თავად მივიდა. 

ენმ-ის წევრი ამტკიცებს, რომ საჩაიეში ქართული ოცნების კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა მას აქეთ დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

პროკურატურა სასამართლოს იუსუფოვისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. 


close დახურვა