logo
ENG



პროკურატურამ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ენმ-იდან ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა

28 ივნ 202219:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/28/jg518vf068a62rf.jpg

მთავარმა პროკურატურამ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ენმ-ის წვერს, ვაჟა მორგოშიას, ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძებით დადგინდა, რომ 2022 წლის 12 ივნისს რუსთავში ვაჟა მორგოშიამ ორ პირთან ერთად, ზ.ვ-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მას სცემა. 

მორგოშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. 


close დახურვა