logo
ENG



პროკურატურამ რუსთავში მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქა

15 სექ 202610:49
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/15/1nhrmwav2y1swpx.png

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქდა.

 
,,სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე"

ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 


close დახურვა