logo
ENG



პროკურატურამ შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

10 ივლ 202413:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/10/x2y8eu3l4o1uro0.jpg

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. ბრალდებული 9 ივლისს დააკავეს.

პროკურატურის თანახმად, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


close დახურვა