საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა თავისივე "პიტბული"-ს ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა მეტისის ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.