აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცების შესახებ საქმის კურსში იყვნენ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.მუხთარლის ჩვენებით გამოძიება მხოლოდ ახლა დაინტერესდა. ოთხი წელია, პროკურატურას არაფერი უთქვამს, რა მოხდა მუხთარლისთან დაკავშირებით, როგორ გაქრა თბილისიდან და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში. 4 წლის შემდეგაც გამოძიებასა და ჟურნალისტს ერთმანეთის ისევ არ ესმით. გამოკითხვაზე აფგან მუხთარლის შესაბამისი თარჯიმანი ვერ მიუყვანეს.
პროკურატურაში მუხთარლი ვერ გამოკითხეს - ჟურნალისტი ამბობს, რომ თარჯიმანი არ ჰყავდათ
08 აპრ 202120:30
3 წუთის საკითხავი