logo
ENG



პროკურატურა: შაქარაშვილის თავის დაზიანებები დიდი ალბათობით გონების დაკარგვას გამოიწვევდა

03 სექ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურა გიორი შაქარაშვილის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს, რომლის თანახმად, სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა. ექსერტიზა ვარაუდობს, რომ ეს გარემოება შაქარაშვილს შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

"მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას", - წერია დასკვნაში.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა