თბილისის საქალაქო სასამართლო ბაგებში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა მამუკა გურჩიანისა და მერაბ ხიდაშელისთვის პატიმრობას ითხოვს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს მამუკა გურჩიანს, ის ორივე წაყენებულ ბრალს აღიარებს. ბიზნესმენ მერაბ ხიდაშელის ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალი შეუმსუბუქდა და ჯგუფური ძალადობის მუხლი გადაკვალიფიცირდა.
„ვფიქრობთ, რომ აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძება იქნება გამოყენებული ხიდაშელის პიროვნებიდან გამომდინარე. ერთი პიროვნება ხუთიდან ამხელს ხიდაშელს - ერთი ადამიანის ჩვენებით პატიმრობის გამოყენება იქნება უკანონო გადაწყვეტილება", - ამბობს ხიდაშელის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა 3 ივნისს მოხდა - შედეგად ორი პირი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევა ბარ „არტ-ჰაუსის“ წილებს ეხებოდა.