დაკავებული კარტოგრაფებისთვის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პროკურატურა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვს და აყენებს შუამდლობლობას, ბრალდებულებს დაეკისროთ თითო 30-30 ათას ლარიანი გირაო. ასევე, ითხოვს, საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება აეკრძალოთ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება. ადვოკატები დაეთანხმნენ პროკურატურის შუმდგომლობის ნაწილს, პატიმრობის გაუქმების შესახებ და ითხოვენ, ბრალდებულები გირაოს გარეშე განთავისუფლდნენ.
დღეს, 28 იანვარს, წინასასამართლოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. პროკურორის განმარტებით, მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის.
"დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას", - განაცხადა პროკურორმა.