logo
ENG



პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს

02 ნოე 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავი 2-ის საქმეზე პროკურატურა სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებებით სამივე პირი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.

დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა, თუმცა თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე სასამართლომ გვარამიას სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებას, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და საბოლოო სასჯელის ზომად 3 წელი და 6 თვე განსაზღვრა.

ძალაში დარჩა განაჩენი კახაბერ დამენიას მიმართ, რომელსაც 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. ძალაში დარჩა ზურაბ იაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება.


close დახურვა