logo
ENG



პროკურორი: განაჩენით დასტურდება, რომ სარალიძეს ჭრილობა კალანდიამ მიაყენა

25 თებ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ კალანდიასთვის 15-წლიანი პატიმრობის მისჯას აფასებს საქმის პროკურორი ბესიკ ქარცხავა და აცხადებს, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა კალანდიას ბრალეულობა.

როგორც საქმის პროკურორი ბესიკ ქარცხავა აცხადებს, პროკურატურა ოჯახის მიერ გაკეთებული პოლიტიკური სპეკულაციების შემცველ განცხადებებს არ გამოეხმაურება.

„განაჩენით დადასტურდა, რომ ბრალდებული მ.კ. იყო თანააღმსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჭრილობა დავით სარალიძეს მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებთ. ოჯახისა თუ დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციებს ეხება, არ შევალთ ამ სიღრმეებში, რადგან ეს სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება“, - განაცხადა პროკურორმა.

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მიხეილ კალანდიას ოჯახი საქმის გასაჩივრებას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.


close დახურვა