logo
ENG



პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

06 ოქტ 201921:15
3 წუთის საკითხავი
 
8sjfm2wm1ykcd96.png

2020 წელს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ მსჯელობას, სახალხო განხილვების შემდეგ, პარლამენტი იწყებს.

გავრილოვის ღამის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ დათმობილ პროპორციულ წესს ქართული ოცნების რიგებში მოწინააღმდეგეები ჰყავს, თუმცა, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ეს პროტესტი ხელოვნურია და ხელისუფლება პროპორციული წესის გადავადებისთვის საფუძველს იქმნის.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომწირველი დეპუტატი კახა ოქრიაშვივილი განაწყენებულია და ფიქრობს, რომ პარტიამ ოპოზიციაში გაცვალა. ის აცხადებს, რომ საჭირო დროს საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებს და ამ პოზიციაში თანამოაზრეებიც ჰყავს, რომელთაც არ ასახელებს.

დეპუტატების ნაწილმა, რომლებიც 2017 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგები იყვნენ, კახა ოქრიაშვილს ზურგი აქცია. მათ პოზიცია, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალეს, 2020 წელს „ოცნების" საარჩევნო სიაში ყოფნის გარანტიის სანაცვლოდ.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე დაემუქრება, ოპოზიცია პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას" დააკისრებს. ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მაჟორიტარების ხელოვნურ გააქტიურებას არ გამორიცხავს.

 

 

 


close დახურვა