logo

პროპუტინური "მარშელები" უგულავას შტაბთან მივიდნენ და შეძახილის "წადი" ფონზე უკან გაბრუნდნენ

22 ოქტ 202015:54
3 წუთის საკითხავი
clock 10 clock 403
პროპუტინური "მარშელები" უგულავას შტაბთან მივიდნენ და შეძახილის "წადი" ფონზე უკან გაბრუნდნენ

პროპუტინური ქართული მარშის წევრები ზუგდიდში გიგი უგულავას შტაბთან მივიდნენ. როგორც ამბობდნენ, მათ უგულავასთან შეხვედრა და დალაპარაკება სურდათ.

თავდაპირველად ისინი შტაბთან რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ, თუმცა უგულავა არ დახვდათ და მას ერთსაათიანი "დრო მისცეს", რომ შტაბში მისულიყო. ამის შემდეგ კვლავ მივიდნენ, თუმცა მათ ამჯერად აქტივისტები დახვდნენ და შეძახილის "წადი" ფონზე მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ გაბრუნდნენ.

მოძრაობის წევრის ირაკლი შიხიაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ უგულავას სადმე შეხვდება.

გუშინ, 21 ოქტომბერს მარშის წევრი გიორგი გაბედავა სპეცოპერაციის ადგილის მახლობლად უგულავას და ევროპული საქართველოს აქტივისტებს დაუპირისპირდა. გაბედავამ პარტიის წევრებს "ზონდერები" უწოდა და მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 



close დახურვა