logo
ENG



პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს - შსს

15 ივნ 202310:37
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით თბილისში, ერთი ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, ფაქტზე დაკავებულია 1973 წელს დაბადებული უცხოეთის მოქალაქე.

"დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი, ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - წერია შსს-ს განცხადებაში.


close დახურვა