logo
ENG



პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემაში ბრალდებულ 12-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა

28 აგვ 202520:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/28/wmd9myqaahb5rfv.png

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.

ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

აღნიშნული ბრალდებით 12 ადამიანი პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა