logo
ENG



პროტესტის ნიშნად შს სისტემა დატოვა დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, გოჩა კვარაცხელიამ

26 ოქტ 202122:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/26/krz3my3m3kjn8me.png

სამართალდამცავი სისტემა კიდევ ერთმა ადამიანმა დატოვა - სამსახურიდან წავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა, გოჩა კვარაცხელია. 

მან სოლიდარობა გამოუცხადა ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს სპეცოპერაციის გზით დააკავეს. ლექსო რაფავა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. 

"მე, გოჩა კვარაცხელია, სოლიდარობას ვუცხადებ პოლიციის უკანონოდ დაკავებულ ლექსო რაფავას და სხვა პოლიციელებს. ვტოვებ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს". - თქვა მან. 

ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ სისტემა რამდენიმე ადამიანმა დატოვა: 

  • დღეს, 26 ოქტომბერს სისტემა დატოვა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომელმა, საბა კუხალეიშვილმაც
  • გუშინ, 25 ოქტომბერს დღის ბოლოს გომელაურის უწყებაში დარჩენაზე უარი თქვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომელმა, რომან ანთიამ.
  • ასევე, გუშინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მაირომა, გიორგი ბერიშვილმაც გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ვერ ხედავს საკუთარ თავს პოლიტიზებულ პოლიციაში.
  • იგივე უთხრა ჟურნალისტებს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, ჯიმი გაგუამაც.
  • უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ, უკანონო ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა
  • სამსახურიდან წავიდა პატრულ-ინსპექტორი, ომარ არქანია.

გადადგომით სამართალდამცველები ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერიას აპროტესტებენ, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო. ის სპეცოპერაციის გზით დააკავეს. ენმ-ის ინფორმაციით, მის სახლში სამართალდამცველები გვიან ღამით შევიდნენ და იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც ჩაუდეს. 

იმავე დღეს თბილისში დააკავეს კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი.

ოპოზიციის განცხადებით, ქართული ოცნება იარაღის ჩადების მეთოდით უპირისპირდება იმ სამართალდამცველებს, ვინც ღიად უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას. 


close დახურვა