logo
ENG



პროტესტის შემდეგ მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში კონცერტი გაუუქმეს

01 აგვ 202313:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/unxmlm8nmkuc8gh.jpg

ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძესა და დავით კენჭიაშვილს კონცერტები გაუუქმეს.

კონცერტების ანონსის შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვეს მათ შორის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის წევრებმა. მათი თქმით, "სამხრეთ ოსეთის" ტრაგედიის 15 წლისთავზე ასეთი კონცერტის დაგეგმვა განსაკუთრებით მკრეხელური და დამცინავია".

კონცერტები ვლადიკავკაზის ერთ-ერთი რესტორანში 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო. თუმცა, რესტორნის მეპატრონემ პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების თხოვნა გაითვალისწინა და კონცერტები გააუქმა.


close დახურვა