logo
ENG



პროტესტი წარიმართება კანონის ფარგლებში - შალვა შავგულიძე

17 ნოე 201921:15
3 წუთის საკითხავი
 
aibf8i3894apv9c.png

დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი  კანონის ფარგლებში წარიმართება - ასე შეაფასა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენები „ევროპული საქართველოს" წევრმა შალვა შავგულიძემ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" . მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მოქმედებენ კანონის ფარგლებში. ერთადერთი, ვინც კანონს ეწინააღმდეგება, ეს ივანიშვილია. 

"ხელისუფლებამ დააშავა ქართველი ხალხის წინაშე. ძირითადი მოთხოვნა ამ ახალი საპროტესტო აქციის იმ პირობების შესრულებაა, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. რაც შეეხება პროტესტის გამოხატვის ფორმებს, სხვადასხვაა. დარწმუნებული ვარ, რომ კანონის ფარგლებში განხორციელდება ეს ყველაფერი. პიკეტირება - ეს არის ისეთივე უფლება პროტესტის გამოხატვის, როგორც შეკრება, დაუმორჩილებლობა, გაფიცვა და ა.შ.", - განმარტავს შავგულიძე.

როგორც შალვა შავგულიძე აღნიშნავს, ივანიშვილი დარწმუნდა რომ მომდევნო არჩევნებს წააგებდა, ამიტომაც დაარღვია პირობა და შეცვალა გადაწყვეტილება. 

"თუ კი ვინმემ დაარღვია კანონი და გატეხა საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა, ესაა ხელისუფლება. ივანიშვილს შეეშინდა იმ დიდი მუხტის, რაც 20 ივნისის მოვლენებმა გამოიწვია და იძულებული გახდა დათანხმებოდა საზოგადოების მოთხოვნას. ეს დაიჯერეს მოქალაქეებმა. მოქალაქეებმა კი დაიოკეს მღელვარება და მოთმინებით ელოდნენ პირობის შესრულებას, მაგრამ ივანიშვილს ეყო უპასუხისმგებლობა და თქვა, რომ გადაიფიქრა. ამ დროში ალბათ ჩაატარეს კვლევები, გამოკითხვები და დარწუნდნენ, რომ ივანიშვილი სრულ კონტროლს და ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ამიტომ გადაწყვიტა დაერღვია პირობა. საკმაოდ ნორმალურად ვიცნობ ამ ადამიანს და ჩემთვის ნათელი იყო, რომ ამ კაცს საკუთარი პირადი მიზნებისთვის სჭირდებოდა ხელისუფლება, ამიტომაც დავტოვეთ ჩვენმა პარტიამ ხელისუფლება თავის დროზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთ ნაბიჯს მაინც არ ველოდი. რაც შეეხება მოლოდნებს, ეს პროტესტი ქართველი ხალხის ნებით აღსრულდება, რაც დასავლეთთან ინტეგრირებაა და რასაც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რუსული ინტერესები", - აღნიშნა შავგულიძემ. 


close დახურვა