logo
ENG



პროფკავშირები კერძო სექტორის ნაწილზე: სიტუაციით სარგებლობა ძვირად დაუჯდებათ

19 მარ 202022:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კერძო სექტორში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით კონკრეტული ბიზნესები კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისის სათავისოდ იყენებენ და ცდილობენ აღნიშნულით სარგებელი მიიღონ. თუმცა ამგვარ კომპანიები ფონს ვერ გავლენ.

"არსებობს კომპანიები, რომელთაც აბსოლუტურად არანირი პრობლემა არ აქვთ და არც მომავალში აქვთ, თუმცა ისეთ საკითხზე, როგორიცაა დამცავი საშუალებები, შვებულებებში გაშვება, ხელფასის დაკლება ახასიათებს ზოგიერთ კომპანიას. ასეთი ვირ-ეშკმაკობა და სარგებლობა სიტუაციით მათ ძვირად დაუჯდებათ. ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება მათ შესაბამის პასუხს გასცემს. რაც მთავარია, სამართლებრივად ისინი ფონს ვერ გავლენ.  არ ვიცი რა არის გამოსავალი იმ ბიზნესებთან მიმართებაში, რომელმაც ფორს მაჟორულად დაუდგათ ისეთი ვითარება, რომ პერსონალის გაშვება მოუწიათ, აქ ალბათ საკითხი სამსჯელოა, რადგან კანონი მათთან მიმართებაში მკაცრია",-აცხადებს პეტრიაშვილი. 


close დახურვა