logo
ENG



პუტინის "საზარბაზნე ხორცი" საქართველოსი ოკუპირებული ტერიტორიიდან

29 მარ 202220:25
3 წუთის საკითხავი
 

რუსული არმიის წარუმატებლობაზე უკვე აშკარა მტკიცებულებებით ლაპარაკობენ, ერთ-ერთი ასეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან სამხედრო ძალისა და ტექნიკის გაყვანაა. ტექნიკა მოძველებულია, სამხედროები - არაკვალიფიციური. მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად იძულებით გაჰყავთ.

სათანადო რეაქცია საქართველოს მთავრობას არ აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ახლა ცენტრალური ხელისუფლება უნდა არწმუნებდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რომ არ მოყვნენ რუსული იმპერიის ნანგრევებში. ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში უკვე ძლიერდება პროტესტი, დედებს შვილები პუტინის ომში საზარბაზნე ხორცად არ ემეტებათ.


close დახურვა