პუტინის არმია უკრაინის დიდ ქალაქებში წინ ვერ მიდის, ადგილზე კი მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდება. 10 მოქალაქე ჩაცხრილეს ჩერნიგოვოში, პურის რიგში. ცეცხლის ალშია ქალაქები მარიუპოლი და ხარკოვი, სადაც ომიდან დღემდე პუტინის ომს 500 ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დანგრეულია ადმინისტრაციული და ისტორიული შენობები. დილიდან იბომბებოდა კიევიც, სადაც ახლა ხანგრძლივი კომენდანტის საათია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს. ომის 21 დღეს რუსულ არმიას წინსვლა არ აქვს, დეტალებს რატი წვერავა გვეტყვის.
პუტინის ომის 21-ე დღე - ვითარება უკრაინაში
16 მარ 202220:04
3 წუთის საკითხავი