უკრაინაში დღეს სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც პუტინის ჯარისკაცები ერთმანეთს ესაუბრებიან და ადასტურებენ, როგორ ხოცავენ ქალებსა და ბავშვებს. დღევანდელი მონაცემებით, მოკლულია 215 არასრულწლოვანი. პროკურატურა მტკიცებულებებს აგროვებს. რუსეთი კვლავ არღვევს პირობას და მარიუპოლის, ასევე აზოვსტალის ტერიტორია კვლავ შეტევის ობიექტია. უკრაინული მხარე შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც რუსებმა ვერ აიღეს, მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებიან.
პუტინის ომის 61-ე დღე
25 აპრ 202220:20
3 წუთის საკითხავი