logo
ENG



პუტინი: საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ, თუ უკრაინის არმია დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

27 ნოე 202519:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/27/yatzldgsd4ae082.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის დედაქალაქში, ბიშკეკში ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა.

აშშ-სა და უკრაინას შორის ჟენევაში შეთანხმებულ პუნქტებზე საუბრისას მან თქვა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა 28-პუნქტიანი გეგმა 4 ნაწილად დაყვეს.

"უკრაინასა და აშშ-ს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთმანეთში გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი დაეყოთ ოთხ კომპონენტად, ეს ყოველივე გადმოგვეცა ჩვენ. საბოლოო ჯამში, ვთანხმდებით, რომ ეს, შესაძლოა, იყოს მომავალი შეთანხმებების საფუძველი", - თქვა მან.

ამასთან, ის კვლავ იმეორებს, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდება მაშინ, როდესაც უკრაინის ჯარი დატოვებს "მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს".

"თუ უკრაინელი სამხედროები დატოვებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, თუ ისინი არ გავლენ, მაშინ ამას ისედაც მივაღწევთ სამხედრო შესაძლებლობებით", - ამბობს პუტინი. 


close დახურვა