logo
ENG



პუტინი ირწმუნება, რომ Covid-19-ის ვაქცინა დაამტკიცეს, მანამდე კი მის შვილზეც გამოსცადეს

11 აგვ 202019:22
3 წუთის საკითხავი
 
პუტინი ირწმუნება, რომ Covid-19-ის ვაქცინა დაამტკიცეს, მანამდე კი მის შვილზეც გამოსცადეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს. მისივე თქმით, ვაქცინა ორ თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ადამიანზე გამოსცადეს.

პუტინი და სხვა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა. პრეზიდენტი, ასევე, აცხადებს, ვაქცინა მის ერთ-ერთ შვილზე გამოსცადეს, რომელიც შემდეგ თავს კარგად გრძნობდა. 

"ვიცი, რომ ეფექტიანი ვაქცინაა, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ისევ ვიმეორებ, რომ ყველა საჭირო შემოწმება აქვს გავლილი", - თქვა პუტინმა.

მთავრობის ოფიციალური პირების ცნობით, თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისისთვის, ვაქცინაცია, თავდაპირველად, სამედიცინო პერსონალსა და მასწავლებლებს მოხალისეობრივად ჩაუტარდებათ, მასობრივი იმუნიზაციის პროცესი კი ოქტომბერში დაიწყება. 

Reuters წერს, რომ ვაქცინას, რომელსაც "სპუტნიკ 5" უწოდეს, ჯერ კიდევ არ დაუსრულებია საბოლოო ტესტირება. ამავე გამოცემის ცნობით, კლინიკური კვლევების მხოლოდ 10 პროცენტი აღმოჩნდა წარმატებული, ზოგიერთი ექსპერტი კი შიშობს, რომ მოსკოვი ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.


close დახურვა