logo
ENG



პუტინი ჩინეთში 19 მაისს ჩავა

16 მაი 202610:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/16/4319biecscgfgqj.png

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვევა. მედია ინფორმაციას კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიზიტი 19-20 მაისს გაიმართება.

კრემლის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვიზიტისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულებულია.

"ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19-20 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები შეხვედრის ფარგლებში ორმხრივ, საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.

კრემლი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ორმხრივ სამთავრობათშორისო დოკუმენტებს გააფორმებენ.


close დახურვა