logo
ENG



პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

18 ივნ 202422:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/18/yin5op0buhdwcmh.jpg

2 000-წელს ვიზიტის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები კრემლზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რუსეთის პრეზიდენტს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა. ლიდერებმა გაიარეს წითელი ხალიჩა, გაისაუბრეს რამდენიმე წუთი, რის შემდეგაც კორტეჟმა აეროპორტის ტერიტორია დატოვა.

ვლადიმერ პუტინთან ერთად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვები.

რუსული მედია წერს, რომ ხვალ ლიდერები გამართავენ მოლაპარაკებებს, მათ შორის გაფართოებულ ფორმატში. ასევე, დაგეგმილია ლიდერების არაფორმალური შეხვედრაც. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, ისინი განიხილავენ საერთაშორისო დღის წესრიგს და განიხილავენ პანდემიის გამო შეწყვეტილი ჰუმანიტარული კავშირების აღდგენის გზებს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, თანამშრომლობას ეკონომიკაში, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება.


close დახურვა