რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის დრონების საფრთხის გამო, ყოველწლიური ვალდაის ფორუმის ჩატარების ადგილი ბოლო წუთს სოჭიდან მოსკოვში გადაიტანა, - ამის შესახებ Financial Times გადაწყვეტილებასთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს.
FT-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული დაახლოებით 120 ადამიანი შეხვედრის ადგილის ცვლილების შესახებ მას შემდეგ გააფრთხილეს, რაც ამას დაჟინებით მოითხოვდა პუტინის პირადი დაცვის სამსახური.
გამოცემის ცნობით, პუტინს სოჭში გასული წლის, 2025 წლის ოქტომბერში გამართული ვალდაის ფორუმის შემდეგ აღარ უმოგზაურია.
ყოველწლიური ფორუმი რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, უცხოელ ჟურნალისტებს, აკადემიკოსებსა და პოლიტიკურ ექსპერტებს აერთიანებს.
