რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს დამატებით ახალი თანამდებობა უპოვა და ის სამხედრო-სამრეწველო კომისიაში თავის პირველ მოადგილედ დანიშნა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ახლა მედვედევი ორ თანამდებობას ერთდროულად დაიკავებს. ის რჩება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.
სამხედრო-სამრეწველო კომისიას თავად პუტინი ხელმძღვანელობს.