logo
ENG



პუტინმა 10 წლის განმავლობაში პირველად, ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა

12 დეკ 202216:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/12/wqvww3gv2obrif3.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 წლის განმავლობაში პირველად, ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა.

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია წელს არ იგეგმება", - თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

ნოემბერში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრესკონფერენცია არ ჩატარდებოდა. როგორც მედია წერს, გაუქმების ერთ-ერთ მიზეზი "ფრონტზე არსებული ვითარება" იყო.

2012 წლიდან მოყოლებული, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცია იმართებოდა.


close დახურვა