ჟან-პოლ გოტიე მოდიდან მიდის. უკანასკნელი ჩვენება ლეგენდარულმა დიზაინერმა პარიზში, მაღალი მოდის კვირეულისას მოაწყო. მისი ბოლო დეფილე მოდელმა ვინი ჰარლოუმ დახურა.
გოტიე ერთ-ერთი იყო იმ დიზაინერებს შორის, რომლებსაც სპეციალური განათლება არ მიუღიათ. 18 წლის ასაკში ის წამყვან მოდის სახლებში საკუთარ ესკიზებს გზავნიდა. სწორედ ამ ესკიზების დამსახურებით მიიწვიეს სამუშაოდ პიერ კარდენთან.
ჟან-პოლ გოტიე პედრო ალმოდოვარის, ლიუკ ბესონის, პიტერ გრიუენის ფილმებისთვის ქმნიდა კოსტიუმებს. რამდენიმე თვეში მისი კარიერის დაწყებიდან 50 წელი გადის, რის აღნიშვნასაც დიზაინერი გრანდიოზული წვეულებით აპირებს.