ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი დღეს, 30 ივნისს გაიმართება. შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.
გარდა ამისა, ისაუბრებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების პრობლემებზე.
გახელაძის ოჯახის თქმით, იმედს არ კარგავენ, რომ შეხვედრების შემდეგ რამე შეიცვლება.
"ნამდვილად არაფერი შეცვლილია, არავინ შემოგვხმიანებია. არ გვინდა, დავკარგოთ იმედი, რომ ამ შეხვედრების მერე რაღაცა შეიცვლება", - ამბობს ფორმულასთან გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი.
ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას.