logo
ENG



ჟენევის მოლაპარაკებების თანამომხსენებლებმა ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს

12 დეკ 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
uw781bmvilftlm4.jpg

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებების თანამომხსენებლებმა ერთობლივი კომუნიკე გაავრცელეს. ეუთოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია ჩორჩანა-წნელისის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდილი გამოწვევების, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ.

"ყოველივე ამან გამოიწვია ინციდენტების გაზრდილი რაოდენობა, მათ შორის დაკავებებიც", - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

თანამომხსენებლებმა დისკუსიაში მონაწილეებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე არსებული დაძაბულობის განმუხტვისკენ, გადასასვლელი პუნქტების გახსნისა და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

"როგორც წინა რაუნდებში, ვერ მოხერხდა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო", - წერია კომუნიკეში.

 

 

 


close დახურვა