logo
ENG



ჟვანია: არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტისთვის პროტოკოლი შემუშავდება

17 აგვ 202016:13
3 წუთის საკითხავი
 
g22qswkjzp42vtw.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით, პროტოკოლი შემუშავდება.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ცესკო მზად არის, პროტოკოლზე სამუშაოდ ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლოს.

„საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით, ცხადია, იქნება კონკრეტული პროტოკოლი, რომელსაც შეიმუშავებს შესაბამისი უწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოხარული იქნება, თუ ამ პროცესში ჩავერთვებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, საკოორდინაციო საბჭოსთან ნებისმიერ საკითხზე და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში, გამჭვირვალების თვალსაზრისით და მეორე მხრივ, მიუკერძოებელი და პროფესიული შეფასებების თვალსაზრისით“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. 


close დახურვა