logo
ENG



ჟვანია: ქსნის ციხეში მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა, მცხეთის ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

04 ნოე 202001:35
3 წუთის საკითხავი
 
ჟვანია: ქსნის ციხეში მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა, მცხეთის ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. 3 ნოემბერს პირველი არხის გადაცემა თავისუფალ ხედვაში მან აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში შესაძლოა, მეორე ტური ჩატარდეს.

"ქსნის ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონაცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება.

იქ არასწორად იყო ბიულეტენები გაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით, ხმის მიცემა არ ეკუთვნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს. გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური", – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების კანდიდატმა შალვა კერესელიძემ წინასწარი შედეგებით, ხმების 50,1% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა ხმების 33,4% მოაგროვა. 


close დახურვა