logo

ჟინვალიდან ლარსის მიმართულებით ხორბლისა და პროდუქტების გადმოტანა ვერ ხერხდება

clock 26 მარტი 2020 20:22

რამდენიმე დღეა ჟინვალიდან ლარსის მიმართულებით ქართულ ნომრიანი სატვირთო მანქანები გადაადგილებას  ვერ ახერხებდენ. სატვირთოს მძღოლებს ხორბლის, სიმინდისა და  სხვა პროდუქტების გადმოტანა სურთ, თუმცა საპატრულო პოლიცია მათ ამის უფლებას გაურკვეველი მიზეზით არ აძლევს.

მძღოლების თქმით, ქვეყანაში ბურღულეულის მარაგი  არ არის და თუ გადმოტანის შესაძლებლობა არ ექნებათ, ეს ქვეყნაში პროდუქტების ფასების მატებას გამოიწვევს. მათივე თქმით, გადაადგილების შესაძლებლობა მხოლოდ უცხო ქვეყნის მანქანებს სპეციალური ესკორტის საშუალების ეძლევათ. „ფორმულა“ მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა