![2022/02/24/rmvlwleasxuimxa.jpg](/uploads_script3/articles/2022/02/24/rmvlwleasxuimxa.jpg)
ჟურნალისტების ცნობით, დღეს, 24 თებერვალს, რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ჯარები ქალაქში შედიან.
გერაშჩენკომ ასევე განაცხადა, რომ რომ კიევთან ახლოს, ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მისივე თქმით, დნიპროს მერმა აცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმის.
აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის სხვა ქალაქებშიც.
CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში, ოდესაში, ოდესაში, ზაპოროჟიაში.
ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.