12 მარტს, 22:00 საათზე რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა სვიატოგირსკის ლავრაზე, რომელიც მე-16 საუკუნეშია აშენებული. სვიატგორსკი დონეცკში მდებარეობს.
ბომბი იმ ხიდიდან 50 მეტრის დაშორებით აფეთქდა, რომელიც სივერსკი დონეცის მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბომბი სვიატოგირსკის ლავრის შესასვლელთან ახლოს ჩამოვარდა.
აფეთქებამ ლავრის ტაძრის ფანჯრები ჩაამსხვრია.
დაიჭრა ათობით ადამიანი, ისინი სვიატგორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა.
12-13 მარტის ღამით ყველა დევნილი და სასულიერო პირი მონასტრის ბუნკერში გადაიყვანეს.
სვიატგორსკის ლავრაში თავს 520 დევნილი აფარებს, მათგან 200 ბავშვია. სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად.