logo
ENG



რამდენიმე თვეში ქუთაისის აეროპორტს ახალი ტერმინალი ექნება

30 ივლ 202015:06
3 წუთის საკითხავი
clock 554
clae4ucbbxkigo4.png

 

რამდენიმე თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სამგზავრო ტერმინალი ექნება. აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დღეს ნათია თურნავამ საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  ერთად დაათვალიერა.  მინისტრის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, ასევე  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების  სტანდარტებს ითვალისწინებს. განახლებული აეროპორტი 4-ჯერ გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას შეძლებს.

„შეერთებული შტატები მოხარულია მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საქმეში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს თითქმის 4-ჯერ გაზრდილ მგზავრთნაკადს. დიზაინი არაჩვეულებრივია და აეროპორტი ულამაზესი იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შეერთებული შტატები მას მხარს დაუჭერს, რათა აეროპორტში გაიზარდოს იმ მაღალანაზღაურებად დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც აუცილებელია აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ქუთაისის აეროპორტი არამარტო ერთ-ერთი ულამაზესი, არამედ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტიც იქნება, ვინაიდან აქ სრულადაა დანერგილი „კოვიდ 19-თან“ დაკავშირებული ყველა რეგულაცია და მოთხოვნა. ეს იქნება მართლაც თვალსაჩინო აეროპორტი და მოუთმენლად ველით განახლებული ქუთაისის აეროპორტის გახსნას.“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა.


close დახურვა