logo
ENG



რამდენიმე საათის შუალედით Austrian Airlines-ის ორ თვითმფრინავს მეხი დაეცა

18 აპრ 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/sgz3vidibxs2vx1.jpeg

15 აპრილს რამდენიმე საათის შუალედით ავიაკომპანია Austrian Airlines-ის ორ თვითმფრინავს მეხი დაეცა.

პირველი თვითმფრინავი ვენიდან ბრიუსელში მიფრინავდა, მეხი კი აფრენის დროს დაეცა. უსაფრთხოების გამო, თვითმფრინავი უკან, ვენის აეროპორტში დაბრუნდა. რეისზე ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ოტმარ კარასი იმყოფებოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ კი მეხი დაეცა ამავე ავიაკომპანიის მეორე თვითმფრინავს, რომელიც ვენიდან ნეაპოლში მიფრინავდა. თვითმფრინავს მეხი უნგრეთის ქალაქ ედენბურგთან დაეცა, რის გამოც ვენის აეროპორტში დაბრუნდა.

ორივე შემთხვევაში არავინ დაშავებულა.


close დახურვა