logo
ENG



რამიშვილი: ჩრდილოეთ კორეა ხომ არ ჰგონიათ საქართველო? ვერაფერს დამიმტკიცებენ

21 სექ 202022:07
3 წუთის საკითხავი
clock 569

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც რამიშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" განაცხადა, მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოხდეს. 

ადვოკატის თქმით, გამოძიება ცდილობს მისი საქმიდან "ჩამოშორებას", რადგან, რამიშვილის მტკიცებით, ის საგამოძიებო უწყებისთვის ხელისშემშლელი ფიგურაა.  

"ცდილობენ საქმეს ჩამომაშორონ და პასუხისგებაში მიმცენ. მე და ჩემი კოლეგა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა დაგვკითხონ. ტელეფონი ჩამომართვეს, უნდათ რომ მთელი ინფორმაცია შეამოწმონ. ყველანაირად უნდათ, რომ ამ ფოტოსურათზე ააგონ მთელი გამოძიება. რისი დამტკიცება უნდათ? თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაყალბებული აქვთ თვითონ...ჩრდილოეთ კორეა ხომ არ ჰგონიათ ეს საქართველო?! მიმცენ პასუხისგებაში, ვერაფერს ვერ დამიმტკიცებენ. რა უნდათ რომ დამაბრალონ - რომ მე გავაყალბე?! თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. თუ არ გამოუვიდათ ჩემი სამართლებრივი მოშორება, შეიძლება სიცოცხლეც წამართვან. ყველა ელჩთან მივალ და დეტალურად გავაცნობ ყველაფერს, როგორი "დემოკრატია" გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.  

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დავით ფურცხვანიძის მხრიდან მიწოდებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილი აცხადებდა, რომ ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო. 

სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. 

 


close დახურვა