დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება- ეს განცხადება რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა გააკეთა, რომელმაც შეერთებული შტატების მორიგი, ორნახევარ მილიარდ დოლარიანი პაკეტის შესახებაც გამოაცხადა. გერმანულ ავიაბაზაზე დღეს მოკავშირეები უკრაინის დახმარების გზებზე სასაუბროდ მერვედ შეიკრიბნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მოუწოდა საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დააჩქარონ.