logo
ENG



რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე აქტივისტი სამირა ბაირამოვა სუს-ში დაიბარეს

05 ივნ 202007:38
3 წუთის საკითხავი
clock 540

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. აქტივისტის განცხადებით, გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

"ფორმულას" აქტივისტი უყვება, რომ მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პროცესის დაწყების და მიმდინარეობის შესახებ შეკითხვები არ ყოფილა. სამირა ბაირამოვას განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მისი დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გაიგოს. შესაბამის განცხადებას გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვა აქტივისტებიც დაკითხეს, ნაწილი კი გამოკითხვაზე დაბარებულია. სუს-მა გამოძიება რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა