საქართველოში აშშ-ის საელჩო ფორმულასთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აშშ-დან "გამოსაცხადებელი ვიზიტი" არ არის.
ფორმულამ საელჩოს კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც აშშ-დან საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ გასული კვირის ბოლოს პარტია ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
კერძოდ, მან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების "გადავტირთვაზე" საუბრისას თქვა, რომ "აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის".
თუმცა, საელჩო პასუხად ამბობს: "ამ ეტაპზე გამოსაცხადებელი ვიზიტები არ გვაქვს".
ლევან მახაშვილის ამ განცხადებამდე, რუსთავი 2-ის ეთერში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას თქვა, რომ “აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები”. მან დეტალებზე არ ისაუბრა.
