logo
ENG



რას გეგმავს პუტინი მარიუპოლში

13 აპრ 202220:06
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის მთლიანად აღებას ისევ ვერ ახერხებენ. ამ მიზნის მიღწევას პუტინი  9 მაისისთვის აპირებს, მაგრამ უკრაინელები არ ნებდებიან და დარწმუნებული არიან, რომ ქალაქი არ დაეცემა. მოსკოვი გამარჯვების ილუზიის შესაქმნელად მეორე გეგმასაც ამუშავებს - ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს, პუტინს 9 მაისს აღლუმის ჩატარება უნდა. ამასთან, უკრაინაში უკვე დაადეს ბორკილები პუტინის მეგობარს. ერთ-ერთი ვერსიით, კიევის აღების შემდეგ ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი ქვეყანაში კრემლის დასაყრდენი უნდა გამხდარიყო. ახლა ზელენსკი მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.


close დახურვა